საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 37.9%-ით გაიზარდა და 3.87 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
43.3%-ით – 1.17 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 35.7%-ით – 2.7 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.52 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4%-ია.
562.4 მლრდ აშშ დოლარით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი. შემდეგ მოდიან ჩინეთი – 461.9 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 383.3 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 355.4 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 213.1 მლნ აშშ დოლარით.
ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი იყო ჩინეთი 220 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – აზერბაიჯანი – 125.4 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 109.8 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 99.2 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 94.7 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და აშშ – 562.4 მლნ აშშ დოლარით, 461.9 მლნ აშშ დოლარით, 383.3 მლნ აშშ დოლარით, 355.4 მლნ აშშ დოლარით და 213.1 მლნ აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 271 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ფეროშენადნობები – 160.1 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 94.9 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 76.5 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 45.8 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 32.7 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 28.3 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 23 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 22 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 21.4 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 395.9 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები 244.5 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან – სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 222.5 მლნ. აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 211 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 184.2 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 85.2 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 63.6 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 42.3 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 29.9 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 23.4 მლნ აშშ დოლარით; პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით – 20.8 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.6 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)