Site icon Civil.ge

სუსის ცნობით, ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან ახლადგათავისუფლებული კახაბერ მერებაშვილი. 25 აპრილი, 2022. ფოტო: Facebook/სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილის საღამოს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ციხიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი.

უწყების Facebook-ის გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მერებაშვილი უკვე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა.

სუს-ის თქმით, მერებაშვილის გათავისუფლებისათვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელ ხაზი“,  ასევე, ცენტრალური მთავრობის ხელთ არსებულ „სხვა ინსტრუმენტები“ გამოიყენეს.

„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, — აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„სამოქალაქო საქართველოსთვის“ ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკავეს მერებაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)