Site icon Civil.ge

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

ესტონეთის დროშა ტალინში, ფოტო: სტანისლავ რაბუნსკი/Unsplash.com

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 28 აპრილს ესტონელ კოლეგას, ევა-მარია ლიიმეტსს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ორმხრივი ურთიერთობები, ევროპული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი განიხილა.

„მინისტრმა [დარჩიაშვილმა] ხაზი გაუსვა საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში პარტნიორთა მტკიცე თანადგომის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის მიმართ [ესტონეთის] მტკიცე მხარდაჭერას“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twtter-ზე.

თავის მხრივ, ევა მარია ლიიმეტსმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ორმა დიპლომატმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს, მათ შორის, ესტონეთის ურყევ მხარდაჭერაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)