Site icon Civil.ge

საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, 27 თებერვალი, 2022, ფოტო: მაია სანდუს Twitter-დან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 აპრილს მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა.

„საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ –  ჩვენ საერთო ევროპული ევროპული გზა გვაერთიანებს!“, – დაწერა Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სანდუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მოლდოვის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ დროს.

საუბარი იმ ფონზე წარიმართა, რაც რუსეთის მიერ მოლდოვის ოკუპირებულ დნესტრისპირეთში დაძაბულობის ზრდამ, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში რეგიონის  ჩაბმის თაობაზე შიშები წარმოშვა.

27 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა „სრული სოლიდარობა“ გამოუცხადა სრულიად მოლდოვასა და პრეზიდენტ მაია სანდუს.

„ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)