ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრი, კაირბეკ უკსენბაევი, რომელიც თბილისს სტუმრობს, საქართველოს ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და აღნიშნეს, რომ გაგრძელდება დეტალური განხილვები და მუშაობა კოლეგებთან აზერბაიჯანში, ყაზახეთში და თურქეთში, რათა შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და მაქსიმალურად დაიტვირთოს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებას ჩვენი ქვეყნის პორტებში იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით.
30 აპრილს ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
- ყაზახეთი ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას განიხილავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)