საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო.
წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.8%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (22.4%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (21.3%); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (9.4%-იანი ზრდა).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (3.7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.3%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- მარტში საქართველოს მშპ 10.6%-ით გაიზარდა
- მარტში წლიური ინფლაცია 11.8% იყო
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)