საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.
„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს“, – უთხრა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჰარცელს კითხვარის გადაცემისას.
„მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის შევსების მეორე და დასკვნით ეტაპზე განხორციელდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
„ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას სამუშაოს დასრულებაში“, – დასძინა ჰარცელმა.
Grateful to receive answers to the second Questionnaire from the hands of @GharibashviliGE. Next step: the Opinion of the European Commission on Georgia’s EU application. pic.twitter.com/LHMCtsuK1H
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) May 10, 2022
მთავრობამ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები და ბლოკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან. 2021 წლის მაისში სამმა ქვეყანამ ბრიუსელთან ურთიერთობების დაახლოების მიზნით „ასოცირებული ტრიო“ ჩამოაყალიბა.
შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, სამი ქვეყნის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.
ასევე წაიკითხეთ:
- მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა
- არასამთავრობოები მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის პასუხების გამოქვეყნებას ითხოვენ
- მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)