Site icon Civil.ge

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი, რევაზ ჯაველიძე, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად 46 წლის რევაზ ჯაველიძე დანიშნა.

პოსტზე ჯაველიძემ ილია დარჩიაშვილი შეცალა, რომელმაც 4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე, ჯაველიძე, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.

მანამდე, 2018-2021 წლებში, იგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ზრდას“ ახალგაზრდულ პროგრამას ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე, 2015-2017 წლებში, მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მინისტრის მოადგილეობამდე, ჯაველიძე კერძო სექტორში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)