საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა“.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემები ასევე იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია.
„მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა მომავალშიც გააგრძელოს.
წელს გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს უკვე მეორედ სტუმრობს. 12-13 იანვარს, მოკავშირეთა 30 სამხედრო მეთაურთან და უკრაინელ კოლეგასთან, ვალერი ზალუჟნისთან ერთად, იგი ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.
18 მაისს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს
- თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს შტაბბინას სტუმრობდა
- ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)