ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, რეგიონის ახალი ლიდერის უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგება. ინაუგურაციის ცერემონია ცხინვალის დრამატულ თეატრში გაიმართება.
41 წლის გაგლოევმა, რომელიც ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერი და რეგიონის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელია, 8 მაისს გამართული მეორე ტურის დროს 16 134 ხმა (56.09%) მიიღო და მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა 11 767 ხმა (40.90%) მიიღო. ყველას წინააღმდეგ ხმა 3.01%-მა – 867 ამომრჩეველმა მისცა.
რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, კენჭისყრაში 29 423 ადამიანმა (73.93% აქტივობა) მიიღო მონაწილეობა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაგლოევი რეგიონში არსებულ „უკანონობაზე“, ძალთა გადანაწილების პრობლემაზე, სასამართლო სისტემასა და თვითმმართველი ორგანოების სისუსტეზე აქტიურად საუბრობდა.
გარდა ამისა, იგი ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ უთანასწორობაზე. იგი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობდა, რუსული შემოწირულობები ძალაუფლების მქონე პირთა ჯიბეებში ხვდებოდა.
- კრემლი ოკუპირებული ცხინვალის რეფერენდუმს ეხმიანება
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ცხინვალის რეგიონის რეფერენდუმის შესახებ
ახალი ლიდერის რანგში, გაგლოევს 17 ივლისს რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება მოუწვეს, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა ცალმხრივად, გაგლოევთან კონსულტაციის გარეშე დანიშვნა.
მიუხედავად იდეის მხარდაჭერისა, გაგლოევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების იდეა „ამჟამად მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს“.
თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა არჩევნები და რეფერენდუმისთვის მზადება დაგმო და მას არალეგიტიმური უწოდა.
1991-1992 წლების კონფლიქტისა და 2008 წლის ომის შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 30 000-მა ეთნიკურად ქართველმა დატოვა და დევნილად იქცა.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსეთის ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს
- ლეონიდ კალაშნიკოვი: ცხინვალის რეგიონის ახალი ლიდერი რეფერენდუმის გამართვას არ იჩქარებს
- თბილისი გმობს ცხინვალის „არჩევნებს“
- აბაშიძემ და კარასინმა ცხინვალის რეგიონის რეფერენდუმზე ისაუბრეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)