საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 33.4%-ით გაიზარდა და 5.25 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
საანგარიშო პერიოდში, 32.8%-ით – 1.59 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 33.7%-ით – 3.67 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. 2.08 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.
იანვარ-აპრილში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 766.3 მლნ. აშშ დოლარით თურქეთი იყო. შემდეგ მოდიან: ჩინეთი – 614.7 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 559.7 მლნ. აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 445.4 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 293.4 მლნ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი 290.4 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი 168.4 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 156.4 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 129 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი – 128.5 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ – 637.8 მლნ აშშ დოლარით, 403.3 მლნ აშშ დოლარით, 324.3 მლნ აშშ დოლარით, 276.9 მლნ აშშ დოლარით და 205.4 მლნ აშშ დოლარით.
2022 წლის იანვარ-აპრილში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 363.3 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ფეროშენადნობები – 195.4 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 132 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 128.3 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 60.4 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 38.4 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 34.6 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 29 მლნ აშშ დოლარით; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 28.3 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 28.1 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 549.8 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები 337 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 319.7 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 266 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 205.4 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 122.9 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 80.8 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 52.9 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 34.1 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 33.3 მლნ აშშ დოლარით; რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 28.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 2.2 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ: