Site icon Civil.ge

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 16-22 მაისი

ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

22 მაისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 657 154 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 639 674 გამოჯანმრთელდა, 16 827 გარდაიცვალა.

16-22 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 605 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

გასული კვირის ახალი შემთხვევებიდან 307 თბილისში გამოვლინდა, 80 იმერეთში, 37 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 33 ქვემო ქართლში, 31 აჭარაში, 31 კახეთში, 23 გურიაში, 14 შიდა ქართლში, 12 მცხეთა-მთიანეთში, 10 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 8 სამცხე-ჯავახეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)