Site icon Civil.ge

საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: სალომე ზურაბიშვილის Twitter-დან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 27 მაისს მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა.

„უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – დაწერა საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზდეინტმა აღნიშნა, რომ სალოზე ზურაბიშვილთან განიხილა „მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“.

საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის კვალდაკვალ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)