საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 მაისს გამოქვეყნებულის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 2.6%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია შემდეგი მიმართულებებით გამოიკვეთა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა.
2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 44.8%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.4%-ით გაიზარდა
- აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო
- მარტში საქართველოს მშპ 10.6%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)