დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მოადგილე, 47 წლის ილია ელოშვილი დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური განცხადება ჯერ არც თბილისის მერიას გაუვრცელებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლიდან ეკავა. მანამდე, იგი, ცოტა ხნით, ენერგეტიკის მინისტრი იყო, უფრო ადრე კი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)