Site icon Civil.ge

ნიკა მელია ევროკავშირს: „გაუღეთ კარი საქართველოს“ 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, 22 აგვისტოს კიდევ 24 მერობის კანდიდატი წარადგინა, 2021, ფოტო: კადრი ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ლაივის ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მოუწოდა ევროკავშირს, რომ „გაუღოს კარი საქართველოს“.

როტერდამში 31 მაისს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მელიამ აღნიშნა, რომ „ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა“.

„ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე“, – განაცხადა მან.

მელიას თქმით, „ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, დაბრკოლებებით სავსე, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ“.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ“.

„ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა ევროკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას ევროპული ფასეულობებისათვის, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)