Site icon Civil.ge

მოსკოვი ცხინვალის რეფერენდუმის შეჩერებას „საღ“ გადაწყვეტილებას უწოდებს 

ფოტო: facebook.com/MIDRussia

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის შეჩერებაზე რეგიონის ლიდერის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებას „საღი“ უწოდა.

31 მაისს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შეჩერება ცხინვალსა და მოსკოვს შორის „მოკავშირეობის სულისკვეთებასა“ და „მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო კოორდინაციის პრინციპს“ შეესაბამება.

ზახაროვას თქმით, გაგლოევის წინამორბედმა, ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი მოსკოვთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დანიშნა.

ზახაროვამ განაცხადა, რომ ასეთი რეფერენდუმის გამართვას „ზედმიწევნითი ანალიზი და მხარეებს შორის განხილვა“ ესაჭიროება და დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა შემდგომ ინტეგრაციაზე ცხინვალთან კონსულტაციები გამართოს.

რეფერენდუმის შეჩერებაზე განკარგულება ალან გაგლოევმა 30 მაისს გამოსცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)