Site icon Civil.ge

კონსერვატიული მოძრაობა არადეკლარილებული თანხების გამო დააჯარიმეს 

პარტია კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა, ფოტო: „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ულტრამემერჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობა თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულების დამალვისთვის 216 000 ლარით დააჯარიმა.

შესაბამისი სარჩელი სასამართლოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, რომ პარტიამ 72 000 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები დამალა. საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს მიერ 3 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიამ ახლა მისი სამმაგი თანხა უნდა გადაიხადოს.

აუდიტის სამსახურისვე ცნობით, კონსერვატიულმა მოძრაობამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც „ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს“.

„შარი მოგვდეს“, – უთხრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ „ტელეკომპანია პირველს“ და დასძინა, რომ აუდიტის სამსახურმა დაადგინა, „თითქოს არასწორ ხარჯვას“ ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუნქციონირება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)