რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობპროდუქტების გიგანტმა კომპანია „როსნეფტმა“ კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Petrocas Energy Group-ში 49%-იანი წილი გაყიდა. ეს უკანასკნელი საქართველოში ფლობს Gulf-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და მართავს ფოთის ნავთობტერმინალს.
ტრანზაქცია 23 მაისს დასრულდა და Petrocas Energy Group-მა განაცხადა, რომ აქციები მის დამფუძნებელ მმართველ პარტნიორსა და აღმასრულებელ დირექტორს, ივანე ნაკაიძეს ერგო. კომპანიაში აქციების უმრავლესობას ქართული წარმოშობის რუსი მაგნატი, დავით იაკობაშვილი ფლობს.
მას შემდეგ, რაც 11 მაისს გაფორმებული გარიგება დასრულდა, თანამდებობიდან Petrocas Energy Group-ში „როსნეფტის“ ორი წარმომადგენელიც გადადგა.
წილებიდან „როსნეფტის“ გასვლა რუსეთის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ნავთობის სექტორში მზარდი სირთულეების ფონზე მოხდა, რაც რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა.
„როსნეფტმა“ აქციების 49%-იანი წილი 2014 წელს შეიძინა.
Petrocas Energy Group-მა საქართველოში კომპანია Gulf Georgia 2010 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დააფუძნა, რაც Gulf Oil International-ისგან ოპერირების ლიცენზია მიიღო. Gulf Georgia საქართველოში 150-მდე სადგურს ფლობს, მათ შორის 43-ს თბილისში.
პარალელურად, კვიპროსში მდებარე კომპანიამ ფოთის ტერმინალის მართვაში 2011 წლიდან გამოჩნდა.
Petrocas Energy Group ლოჯისტიკის, საავიაციო საწვავის შევსებისა და გადაზიდვის ოპერაციებს ახორციელებს კასპიის ზღვიდან შავი ზღვის დერეფნების გავლით ევროპაში.
ასევე წაიკითხეთ:
- „ვითიბი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებსა და დეპოზიტებსაც გაასხვისებს
- „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მომხმარებლებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)