Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი, ფოტო: სალომე ზურაბიშვილის Twitter-დან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს იგი იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის, ასევე სენატის თავმჯრომარეს, ელიზაბეტა კაზელატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, რობერტო ფიკოს შეხვდა.

„იტალია დიდი ხანია მხარს უჭერს და გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მხარდაჭერას“, – დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერ დრაგისთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრემიერს ასევე მადლობა გადაუხადა „მტკიცე, კატეგორიული მხარდამჭერი სიტყვებისთვის“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, რომელიც იტალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია და პრეზიდენტს ახლავს, განაცხადა, რომ იტალიელ დეპუტატებთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „ევროპულ ოჯახში დაბრუნების“ შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სურვილი.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს რომის მერს, რობერტო გუალტიერსაც შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)