Site icon Civil.ge

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო 

გამშვები პუნქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 8 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 95-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ, 12 წინააღმდეგი იყო, 56-მა თავი შეიკავა.

საქართველოსთან ერთად, რომელიც 2008 წლიდან რეზოლუციის ინიციატორია, წელს მისი თანაინიციატორი კიდევ 60 ქვეყანა იყო.

წლევანდელი 95 ხმა 2008  წლის შემდეგ, მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თავშეკავების მაჩვენებელი (56) კი – ყველაზე დაბალი.

2021 წელს რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, თავი 70-მა შეიკავა.

2020 წელს რეზოლუციის მომხრე 84 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი – 13, თავი 78-მა შეიკავა.

2019 წელს, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა 79-მა ქვეყანამ მისცა, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა თავი შეიკავა.

2018  წელს, მომხრე 81 იყო, წინააღმდეგი – 16, თავი 62-მა შეიკავა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)