Site icon Civil.ge

თბილისში კიდევ ერთი მრავალათასიანი პროევროპული აქცია მიმდინარეობს

მრავალათასიანი პროევროპული აქცია თბილისში, 24 ივნისი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების ფონზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით მოქალაქე ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ შეიკრიბა.

აქციაზე დემონსტრანტები სხვადასხვა შინაარსის ბანერებთან ერთად ევროკავშირისა და უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ. საქართველოსგან განსხვავებით, უკრანას და მოლდოვას ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„დღეს, ჩვენ ვიბრძვით, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი“, – დაწერა Twitter-ზე მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია.

შეკრებილებს სიტყვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიმართავენ, მათ შორის, ექიმები, მსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები. გამომსვლელთა შორის იყო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული არქეოლოგი, ანა მგელაძე. 20 ივნისის მსგავსად, ტრიბუნასთან პოლიტიკოსები არც 24 ივნისის აქციაზე გამოჩენილან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)