Site icon Civil.ge

რუსეთში აფხაზეთთან კავშირის მქონე რუსი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს 

ევგენი და ოლგა პალანტები, ფოტო: „აფსნიპრესი“

ოკუპირებულ აფხაზეთთან კავშირის მქონე 48 წლის რუსი ბიზნესმენი, ევგენი პალანტი და მისი მეუღლე, 50 წლის ოლგა პალანტი მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ზარეჩიეში გარდაცვლილები იპოვეს.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, პალანტები გარდაცვლილები საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. წინასწარი შეფასებით, ისინი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, ევგენი პალანტი აფხაზეთში მობილური კომუნიკაციების კომპანიის A-mobile-ის თანამფლობელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ასევე ფლობდა წილებს საინჟინრო კომპანია Instalsite-ში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ A-mobile-ის გენერალური დირექტორის, ბორის ბარციცის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ჩვენ დავკარგეთ მეცენატი, რომელმაც აფხაზეთში წარმატებული ბიზნესი შექმნა და განავითარა აფხაზური კულტურა“.

აფხაზეთში ბიზნესმენი ცნობილი იყო ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მხარდაჭერითაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)