„შეუდექით მუშაობას, შეუდექით მუშაობას, რათა შეასრულოთ [ევროკოისიის] რეკომენდაციები და მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლოთ“, – მიმართა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას. ელჩმა ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 8 ივლისის ღონისძიებაზე განაცხადა.
ელჩმა დეგნანმა მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წასული წევრის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილიც გააკრიტიკა და მას „ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით სავსე“ უწოდა. თავის წერილში, ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლებისა და ოპოზიციის წაქეზებაში დაადანაშაულა, რაც, ყაველაშვილისა და ქართული ოცნებიდან წასული მისი ორი კოლეგის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანას რუსეთთან ომისკენ უბიძგებს. დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ნარატივი ქართული ოცნების სხვა ლიდერების მოსაზრებებთან ძალიან ახლოსაა და რომ ყაველაშვილის რიტორიკაში „არ იგრძნობა, რომ ის რეალურად ჩამოშოროდა პარტიას, როგორც ის ამბობს“.
აღნიშნა რა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთადერთ გზას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „კითხვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს. არსებობს ძალიან მკაფიო საგზაო რუკა და საქართველოს ლიდერები უკვე შეთანხმდნენ საჭირო რეფორმების უმეტესობაზე. ახლა მათი განხორციელების დროა. საჭიროა მოქმედება, არა სიტყვები, არა სამუშაო ჯგუფები, არამედ მოქმედება წინსვლის მისაღწევად“.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა
- ირაკლი კობახიძე ომში ჩართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირებს
- „ოცნებიდან“ წასულები: ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო
- ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)