საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 35.2%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 35.1%-ით – 2.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 35.3%-ით – 5.9 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)