Site icon Civil.ge

ქართული ოცნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს

ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.Ge

პრეზიდეტნტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ამ სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ივლისს განაცხადა, რომ დააკმაყოფილა რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიმართვა და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ქართული ოცნების დეპუტატის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებზეც მსჯელობა ისევ საჭიროა, პრეზიდენტი, რომელიც საუბრობს „შერიგებასა“ და „დეპოლარიზაციაზე“, რიგგარეშე სხდომის მოწვევით თავად უწყობს ხელს, რომ პროცესებმა „პოლიტიკური სახე მიიღოს“.

„ამ ეტაპზე, საკითხი არ არსებობს, რომელსაც ჰქონდეს გავლილი კომიტეტის სხდომა და ახლა საჭირო იყოს [რიგგარეშე] სესიის მოწვევა“, – თქვა მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)