Site icon Civil.ge

გორის თავდაცვის აკადემიაში თანამშრომელი გარდაიცვალა

გორის ეროვნული თავდაცვის აკადემია, ფოტო: ეროვნული თავდაცვის აკადემიის Facebook-დან

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28 ივლისს განაცხადა, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 51 წლის ელგუჯა კედელაშვილი გარდაიცვალა.

თავდაცვის უწყების ცნობით, კედელაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)