Site icon Civil.ge

საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

თბილისი, ფოტო: მუსტაფა მერაჯი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.2%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; ინფორმაცია და კომუნიკაცია; სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ამავე პერიოდში, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.

2022 წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 10.5%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)