საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 1 აგვისტოს თბილისში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის უფროსს, არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა თემებთან ერთად, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების დინამიკაზეც გაამახვილეს ყურადღება, „რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი“.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველო-სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონე“, არაიკ ჰარუთიუნიანმა კი – ხაზი გაუსვა, რომ „სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით“.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა
- ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)