Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან საუბრობს, 22 თებერვალი, 2022, ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე 7 აგვისტოს, რუსეთ-საქრთველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით.

„საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)