Site icon Civil.ge

ალან გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრი“ და მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა 

ქალაქი ცხინვალი, ფოტო: south-ossetia.info

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა 12 აგვისტოს „თავდაცვის მინისტრი“, ვლადიმირ ფუხაევი და მისი მოადგილე, იგორ ალბოროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გაგლოევის პრესმდივნის, ნატალია ბოსიკოვას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ცემის ინციდენტს“ უკავშირდება.

საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ნიღბიანმა ზემოთხსენებული პირი ცხინვალის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სცემა, რის შემდეგაც იგი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, ის სახლში დააბრუნეს, თუმცა საჩივრის შეტანაზე მან უარი განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, მაშინ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ თავდასხმა 23 ივლისს ქორწილში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებოდა, როდესაც დაზარებულმა „თავდაცვის სამინისტროს“ თანამშრომელთან იჩხუბა, რომელიც ქვედა ყბის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ უკანასკნელმაც მაშინ საჩივრის შეტანაზე უარი განაცხადა.

მოცემულ საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)