Site icon Civil.ge

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე, ფოტო: ბერდია ჯოხაძის დის Facebook-დან

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.

დაღუპულის დის, ბელა ჯოხაძის ინფორმაციით, მისი ძმა ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,  „მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო“ 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის“, – წერს ბელა ჯოხაძე Facebook-ზე.

მისივე ცნობით, დაღუპულს საქართველოში 19 აგვისტოს, დილით ჩამოასვენებენ და ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)