Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი ერთიანობის საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან საუბრობს, 22 თებერვალი, 2022, ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებსა და საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ „ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!“.

პრეზიდენტმა ერთიანობის აუცილებლობაზე, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და მისი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის დაბადების ადგილიდან, დიდი ჯიხაიშიდან ისაუბრა და განმარტა, რომ მომავალ წელს მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი.

„ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს, ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს დამთხვევა ალბათ, არ არის“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც „ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი“.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკო ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი, რადგან ყველამ იცოდეს, „თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)