ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 19 აგვისტოს მოუწოდა „საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს“, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოიწვიოს და მათ ამ ჯგუფების საქმიანობაში „არსებითი მონაწილეობის“ შესაძლებლობა მისცეს, „საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით“.
მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„[ევროკომისიის რეკომენდაციების] #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის ალტერნატიული სამუშაო პროცესი დაიწყო
- ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)