Site icon Civil.ge

ფოტოამბავი: უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა თბილისში

24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო სახელმწოდებით – #IndependenceInMyHeart. მედიის ცნობით, მსვლელობა საერთაშორისო კამპანიის ნაწილია, რომელშიც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთდროულად 24 ქვეყნის 50-ზე მეტი ქალაქია ჩართული. დედაქალაქში, მსვლელობის მონაწილეები დღეს, საღამოს 19:00 სთ-ზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. პარლამენტთან ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მედიის ცნობით, უკრაინისადმი სოლიდარობა დღეს ბათუმსა და ქუთაისშიც გამოხატეს.

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა, დედაქალაქში მოწყობილი უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა ფოტოებში ასახა:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)