Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ორი კანდიდატი შეარჩია

ფოტო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 აგვისტოს პარლამენტს ცესკოს წევრობის ერთ ვკანტურ პოზიციაზე ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

ცესკოს წევრობის წურვილი ჯამში სულ სამმა კანდიდტმა გამოთქვა, მათგან დავით ფეტვიაშვილს მხარი შესარჩევი კომისიის არცერთმა წევრმა დაუჭირა და პრეზიდენტს მხოლოდ წიპტაურისა და მარსაგიშვილის წარუდგინა.

მანამდე, 5 აგვისტოს პრეზიდენტმა, პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ორ-ორი კანდიდიდატურა წრუდგინა, ხოლო წევრობის მეორე ვაკანტური ადგილისთვის ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.


საგულისხმოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარადგინა და გადწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მან წინა ორ ჯერზე დეპუტატთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რაც თავჯმდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად არის საჭირო.

მაშინ, კალანდარიშვილმა თქვა, რომ მისთვის, „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო [პრეზიდენტის] ეს გადაწყვეტილება“. „ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი… ამიტომ, საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს“, – დასძინა მან.

მოგვიანებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, მიუთითებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა „გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით“.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამწუხაროა“, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოსტზე მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კომპეტენციის თვალსაზრისით „საგნობრივი“ დასაბუთების გარეშე არ დაასახელა. „ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)