ვენეციის კომისიამ 26 აგვისტოს გამოქყვენებულ გადაუდებელ მოსაზრებაში გააკრიტიკა ფარული საგამოძიებო მოქმებების შესახებ მმართველი პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული „ნაჩქარევი“ ცვლილებები და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.
- პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
- ევროკავშირი მიყურადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით შეშფოთებულია
ადამიანის უფლებებზე გავლენა
კომისიამ თავშივე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში ფუნდამენტური ღირებულებებია. უფრო მეტიც, ციფრულ ეპოქაში მათი პატივისცემა არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს კონსტიტუცია პრაქტიკაში“.
ამ კონტექსტში, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფარული თვალთვალის ზომა (რა ლეგიტიმურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის) უნდა განიხილებოდეს როგორც გამონაკლისი წესი (რაც არის ამ ფუნდამენტური ფასეულობების პატივისცემა)“.
კომისიის თქმით, ასეთი გამონაკლისები, იქნება ეს კონსტიტუციური თუ საკანონმდებლო, უნდა იყოს „ფრთხილად ჩამოყალიბებული და ვიწროდ ინტერპრეტირებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ“.
გარდა ამისა, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებები „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ პირად კომუნიკაციებსა და პირად ცხოვრებაზე, არამედ „ადამიანის სხვა უფლებებზე“.
ამ კონტექსტში მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ თვალთვალის ზომებს აქვს პოტენციალი გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებებთან მიმართებით, ასევე შეკრების თავისუფლებასთან, რელიგიასთან, სამართლიან სასამართლოზე უფლებასთან, კლიენტ-ადვოკატის პრივილეგიის გარანტიებთან და პოლიტიკური უფლებები.
- ჟურნალისტები ფარულ ჩანაწერებში სასულიერი პირებთან საუბრებს ადასტურებენ
- დიპლომატიური კორპუსი „სერიოზულად შეშფოთებულია“ სავარაუდო ფარული მიყურადების გამო
კანონშემოქმედებითი პროცესი
კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხთან დაკავშირებით, კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებებს თან ახლდა განმარტებითი ბარათი, ნოტა, რომელიც მიუთითებდა „შემოთავაზებული კანონმდებლობის ძალიან ზოგად მიზნებზე“, როგორებიცაა ახალი გამოწვევები – ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ და ტერორიზმი, ასევე ორგანიზებული დანაშაული და სხვა მძიმე დანაშაულებები.
კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ლეგიტიმური მიზნები, „ნოტა საკმარისად არ ხსნის ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კონკრეტული ცვლილებების აუცილებლობას არსებულ ქართულ კონტექსტში“. „ტერორიზმთან ან კიბერდანაშაულთან ბრძოლის აუცილებლობაზე მარტივი მითითება ვერ ხსნის, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს, მაგალითად, ფარული ზომებისთვის ამჟამად გათვალისწინებული ვადები“, – განმარტა კომისიამ.
კომისიამ ასევე გააკრიტიკა კანონმდებლობის სხვა თანმხლები მასალების ნაკლებობა და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ან სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა არ ყოფილა…“.
მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მოთხოვნის პასუხად კანონპროექტზე მონაცემთა დაცვის ორგანოს შეფასება, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი საპარლამენტო დებატებში მისი ჩართულობის ნაკლებობის კომპენსირებისთვის.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, კანონპროექტის განხილვაში ასევე შეზღუდული იყო სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ჩართულობა.
რეკომენდაციები
რეკომენდაციების ფარგლებში, კომისიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური. ამასთან, გაიმართოს წინასწარი კონსულტაციები ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.
იქვე ნათქვამია, რომ შესაბამის ცვლილებებს „დამაჯერებელი დასაბუთებაც“ სჭირდება.
ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ფარული მიყურადების შესახებ ცვლილებები ფართოდ და ყოვლისმომცველად უნდა გადაიხედოს.
კომისიამ აღნიშნა, რომ რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში რჩება.
- ვენეციის კომისიის მოსაზრების სრული ტექსტისთვის მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)