საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 29 აგვისტოს განაცხადეს, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რეგიონში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დანიშნა.
ალადაშვილმა პოსტზე ირაკლი შიოშვილი შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია სად გაგრძელებს ეს უკანასკნელი საქმიანობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა და მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
ამავე ინფორმაციით, რწმუნებულად დანიშვნამდე, ალადაშვილს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ასევე წაიკითხეთ:
- შიდა ქართლის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს
- გურიას ახალი რწმუნებული ჰყავს
- ქვემო ქართლის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)