Site icon Civil.ge

იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 36.4%-ით – 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 34.8%-ით – 7.1 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3.98 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1%-ია.

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში თურქეთი იყო 1.5 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.1 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 734.7 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 659.8 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით სქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – იყო 475 .6 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 351.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 339.1 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 295.1 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 251.5 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; 874.9 მლნ აშშ დოლარით; 619 მლნ აშშ დოლარით; 471.8 მლნ აშშ დოლარით და 383.2 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 620.9 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 370.8 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 354.3 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 182.6 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 121.1 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 76.9 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 64.9 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 58.6 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 55.8 მლნ აშშ დოლარით; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 51.6 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 759.7 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 718.8 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 490.9 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 244.7 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 234.2 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 146.1 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 110.7 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 64.6 მლნ აშშ დოლარით; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 56.8 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 53 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 4.2 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)