პარლამენტის თავჯდომარე, ზურაბ ჟვანია თანაახმაა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე პარლამენტარები 100 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებენ.
ამის შესახებ, დღეს პარლამენტის თავჯდომარის პირადი სამდივნოს ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. სპიკერის სამდივნომ აღნიშნული განხადება პარლამენტის შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაში უკვე გაატარა.
სავარაუდოდ ზურაბ ჟვანიას ნიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღესვე დაიწყება.
This post is also available in: English (ინგლისური)