Site icon Civil.ge

გადაიდო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

აშშ-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო გადაიდო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ნიუ იორკში (აშშ) გაეროს გენერალური ასსამბლეის სხდომაზე, რომელიც 17 სექტემბრისათვის იყო დაგეგმილი. ასევე გაურკვეველია შევარდნაძის 5 ოქტომბრის ვიზიტის ბედიც, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პირადი მოწვევის საფუძველზე უნდა შემდგარიყო. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ.

ზემოთხსენებული მიზეზის გამო ასევე არ შედგა საქართველოს მთავრობის ოთხშაბათის ტრადიციული სხდომა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ძირითადად უნდა ემსჯელათ ენერგეტიკის სფეროში არსებული ფინანსური მაქინაციების შესახებ, რასთანაც დაკავშირებით მოხსენებას წაიკითხავდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა. სხდომაზე ასევე მოსალოდნელი იყო იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის მწვავე გამოსვლა, რომელიც ასევე ენერგეტიკის სფეროში არსებულ დარღვევებს შეეხებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)