პრეზიდენტი შევარდნაძე მზადაა “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტი დატოვოს. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ 15 სექტემბერს, სახელმწიფო კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მმართველ პარტიასთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას კვლავ დაუჭირა მხარი. შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამგვარი ცვლილების შემთხვევაში, მას დრო აღარ ექნება წარუძღვეს პარტიულ საქმიანობას.
This post is also available in: English (ინგლისური)