Site icon Civil.ge

პრეზიდენტი “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტს ტოვებს

დღეს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტიდან გადადგება. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ, ორშაბათის ტრადიციულ რადოინტერვიუში განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად “დროის მწვავე უკმარისობა” დაასახელა.

პრეზიდენტის განცხადებით პარტიის თავჯდომარის თანამდებობის დატოვებით იგი არ ემიჯნება “მოქალაქეთა კავშირს”. აქვე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად “მოქალაქეთა კავშირი” პრივილეგიებს დაკარგავს და სხვა პარტიების დონეზე დადგება. 

This post is also available in: English (ინგლისური)