Site icon Civil.ge

რუსეთი საქრთველოსგან ტერორისტების გადაცემა მოითხოვს

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას ნოტა გამოუგზავნა, სადაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში მყოფი იმ პირების გადაცემას ითხოვს, რომლებიც ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას და რომლებიც პანკისის ხეობაში გადიან სამხედრო მომზადებას. რუსეთის მხარე, ასევე თბილისში არსებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის წარმომადგენლობის გაუქმებას მოითხოვს.

ოფიციალური თბილისი საქართველოში ჩეჩენი ბოვიკებისა და ტერორისტების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივნის კახა იმნაძის განცხადებით, რუსეთი თავად იფარავს ტერორისტებს, რომლებსაც ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ, უშედეგო ტერაქტში ედებათ ბრალი, იგულისხმება საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე.

This post is also available in: English (ინგლისური)