დღეს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტთან არსებული “ნდობის ჯგუფი” კომიტეტის თავჯდომარის გია ბარამიძის ხელმძღვანელობით ძალოვან მინისტრებთან შეხვედრას მართავს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე კოდორისა და პარნკისის ხეობებში არსებულ ვითარებას და რუსეთის მიერ ამ რეგიონებში საომარი ოპერაციის შესაძლო ჩატარების საფრთხეს განიხილავენ.
24 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დახურული სხდომის ჩატარება მოითხოვეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა “ნდობის ჯგუფისა” და ძალოვნების შეხვედრა.
რუსეთი ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოში ტერორისტთა მოსამზადებელი ბაზების არსებობის შესახებ, ეს კი საქართველოში საომარი ოპერაციების ჩატარების საბაბი შეიძლება გახდეს. ოფიციალური თბილისი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური)