საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთში ჩეჩენ-ქართველთა ერთობლივი სამხედრო რაზმების არსებობის თაობაზე. თუმცა აღიარებს, რომ სროლებს გულრიფშის მახლობლად მართლაც ქონდა ადგილი. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სროლებში ქართველი პარტიზანები არ მონაწილეობდნენ, აცხადებენ სამინისტროში.
დღეს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა”, სლხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გულრიფშთან 400-500 კაციანი ჩეჩნურ-ქართული რაზმია დისლოცირებული. შამბას განცხადებით, აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება გუშინ აფხაზებმა არტილერიის გამოყენებით სოფელ აკტიაბრსკოედან განდევნა.
This post is also available in: English (ინგლისური)