Site icon Civil.ge

კოდორში ქართველ სამხედროთა დამატებითი ნაწილია გადასროლილი 13:13 11.10

საქართველოს შეიარაღებული ძალების დამატებითი დანაყოფები კოდორის ხეობაში შევიდნენ, ამის შესახებ თავდაცვის მინსტრმა დავით თევზაძემ განაცხადა.

მათი მიზანი ხეობაში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის დაცვა იქნება. მინისტრი თევზაძე კატეგორიულად გამორიცხავს ქართველი სამხედროების მიერ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას, თუმცა აცხადებს, რომ აფხაზი მეომრების მხრიდან კოდორის ხოეობაზე თავდახმის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები საპასუხო ქმედებებეს განახორციელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)