Site icon Civil.ge

რუსეთის თვითმფრინავებმა კვლავ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე

17 ოქტომბერს 11:05 საათზე რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში ორი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი შემოვიდა, რომლებმაც გადაიფრინეს მესტია და ომარიშარა და მიმართულება მარუხისაკენ აიღეს. თვითმფრინავები ტერიტორიის შემოფრენის შემდეგ ისევ რუსეთის მიმართულებით გაბრუნდნენ. ამ ფაქტის შესახებ შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დღეს დილით, 9 საათსა და 10 წუთზე სოხუმიდან გამოფრინდა 6 მი-24 ტიპის ვერტმფრენი, რომლებმაც აფხაზეთის სვანეთში განლაგებული მარუხის უღელტეხილის მიდამოები დაბომბეს.   

This post is also available in: English (ინგლისური)