Site icon Civil.ge

მსხვერპლი ქართულ ჯარში

ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ერთი მძიმედ დაიჭრა კოდორის ხეობაში ნაღმის აფეთქების შედეგად, განუცხადა სააგენტო “კავკას პრესს” კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ აფეთქებული ნაღმი 17 ოქტომბერს სოხუმიდან გომოფრენილმა ვერტფრენებმა ჩამოყარეს, რომლებმაც მარუხის უღელტეხილი დაბომბეს.

გუშინვე, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს არმიის მაღალჩინოსანი ოფიცერი მოკლეს აფხაზმა მეომრებმა ჩეჩენ-ქართველ მებრძოლებთან შეტაკებისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთში მიმდინარე შეტაკებებში მონაწილეობას არ იღებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)