დღეს სოხეთის თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი საქართველოში სამ დღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას.
აღნიშნული ვიზიტი სომხეთში პრეზიდენტ შევარდნაძის 23-24 ოქტომბრის ვიზიტის შემდეგ ხორციელდება. ბოლო დროინდელი მაღალი დონის ვიზიტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ცნობილია უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაურკვეულ პრობლემებს განიცდიდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური)